
მიშა არის მხნედ, მიშა თავს გრძნობს ძალიან ენერგიულად მიუხედავად იმისა, რომ მეშვიდე დღეა - განაცხადა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა მესამე პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ.
ბასილაიას თქმით, მიხეილ სააკაშვილს ტელევიზორი ისევ არ აქვს:
შემართულია გამარჯვებისთვის და ქართული საზოგადოება გასცემს ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიულ რეჟიმს პასუხს იმ უსამართლობაზე, რაც ბოლო წლებში ტრიალებს და რაც გამოიხატება მიხეილ სააკაშვილის უკანონო პატიმრობაში.
ხელისუფლება ცდილობს როგორც მიშას იზოლირებას, ამავდროულად, ყოფითი პირობების გაუარესებას, ან არ შექმნას, როგორიცაა ტელევიზორის დაუდგმელობა, როგორიცაა ლეიბის საკითხი." ამბობს ბასილაია.
მიხეილ სააკაშვილთან დღეს პატრიარქის მდივანი დეკანოზი მიქაელ ბოტკოველიც მივიდა, რომელიც მესამე პრეზიდენტს პატრიარქის თხოვნას გადასცემს, შეწყვიტოს შიმშილობა.