მამა ამბროს თორდია რუსთავის ციხეში მიხეილ სააკაშვილთან არ შეუშვეს

გამოქვეყნდა:

რუსთავის ციხეში მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის წარმომადგენელი, მამა ამბროს თორდია მივიდა, რომელსაც მესამე პრეზიდენტთან პირადი ნაცნობობა აკავშირებს.

სასულიერო პირს ციხეში შესვლის შესაძლებლობა არ მისცეს - ციხის ადმინისტრაციამ მას სპეციალური განცხადება, ასევე, ეპარქიის ხელმძღვანელის კურთხევა მოსთხოვა. 

"ხატი და ლოცვანი გადავეცი, არ ვიცი, შეიძლება ისიც არ გადაეცათ. ამბობენ, რომ რამის გადაცემა შეზღუდულია ძალიან. რაღაც წერილიც გადავეცი, მაინტერესებდა თუ რა მდგომარეობაში იყო მიშა, როგორ გრძნობდა თავს, რჩევაც მივეცი, რომ შეეწყვიტა შიმშილობა. ეს იყო ჩემი პირველი სურვილი", - თქვა მამა ამბროსიმ. 

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი მე-7 დღეა შიმშილობს. მასთან დღეს პატრიარქის მდივანი დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი მივიდა, რომელიც მესამე პრეზიდენტს პატრიარქის თხოვნას გადასცემს, შეწყვიტოს შიმშილობა.

ამასთან, პოლიტსაბჭოს საგანგებო სხდომა იმართება "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში". შეხვედრის მთავარი თემა მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა და საპყრობილედან მისი გათავისუფლების გზები იქნება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი