რაც გააკეთა მიშამ, არავის არ გაუკეთებია. ეს უსაქმურები.. დიდი საქმე მსხვერპლის გარეშე შეუძლებელია - რუსთავის სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებასთან მოქალაქე საპროტესტო ბანერით მივიდა და მიხეილ სააკაშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა.
ის ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტი პოლიტიკური პატიმარია, უნდა გათავისუფლდეს და თავადაც არ გამორიცხავს შიმშილობის დაწყებას:
"მე იმიტომ ვდგავარ რომ აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს. მოვუწოდებ ხალხს, გამოვიდნენ და დადგნენ, ეს ადამიანი უნდა გავათავისუფლოთ. გადაწყვეტილი მაქვს, თუ არ გაათავისუფლეს ახლო დროში, შიმშილობა უნდა გამოვაცხადო" ამბობს მოქალაქე.
მესამე პრეზიდენტი უკვე 1 კვირაა საპყრობილეშია და შიმშილობს.