"მთავარი არხის" ინფორმაციით, ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულები დააკავაეს.
ნიკა კვარაცხელია 15 სექტემბერს დაჭრეს. 2 თავდამსხმელი მას სახლთან ჩაუსაფრდა და მანქანასთან ჩაცხრილა. 22 წლის ნიკა ახალგაზრდა 16 სექტემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.
18 სექტემბერს შსს-მ განცხადება გაავრცელა და საქმე გახსნილად გამოაცხადა. უწყებამ ბრალდებულებად აკაკი ჭელიძე და გიორგი კავილაძე დაასახელა.
2 დღის წინ ნიკა კვარაცხელიას ოჯახმა სპეციალური განცხადება გაავრცელა და ბრალდებულების ოჯახებს მიმართა, რომ დანაშაულის რეალური მოტივის დაფარვის მიზნით, დამკვეთს შესაძლოა მათი ლიკვიდაციის ბრძანებაც გაეცა.