შიმშილობის მეშვიდე დღე | პატიმრობის დამამძიმებელი პირობები მიხეილ სააკაშვილისთვის

გამოქვეყნდა:

შიმშილობის მეშვიდე დღე და პატიმრობის დამამძიმებელი პირობები. შიმშილობის მეშვიდე დღეს მესამე პრეზიდენტი თავს მხნედ გრძნობს, მაგრამ მისი პატიმრობის პირობები სულ უფრო მძიმდება.

არავითარი ლეიბი და საკუთრი სახსრებით ნაყიდი საბანი, აკრძალული ტელევიზორი და სხვა სახის კომუნიკაცია. მიხეილ სააკაშვილთან აღარ უშვებენ დეპუტატებს და დღეს საკანში მისი დედა - გიული ალასანიაც კი არ შეუშვეს.

ადვოკატების გარდა, ერთადერთი ვინც ქვეყნის მთავარ პოლიტპატიმართან "ქართულმა ოცნებამ" შეიყვანა, პატრიარქის მდივანი მიქაელ ბოტკოველი იყო. სასულიერო პირმა, მოშიმშილე პატიმარს სეფისკვერი და ნაკურთხი წყალი მიუტანა და ადამიანს, რომელიც ქვეყნის ინტერესებისთვის ბრძოლაში სიცოცხლეს რისკავს შეახსენა, რომ შიმშილობა ცოდვაა.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი