ორ მილიონ ლარზე მეტი შემოწირულობა სამ თვეში - ვინ აფინანსებს "ოცნებას"

გამოქვეყნდა:

"ქართულმა ოცნებამ" სამ თვეში ორ მილიონ ლარზე მეტის შემოწირულება მიიღო. მონაცემებს "რადიო თავისუფლება" აქვეყნებს.

90 შემომწირველს შორის არიან ისეთები, ვინც მმართველი პარტიისთვის პირველად გაიღო ფულადი რესურსი, ისეთები, ვინც უკვე წლებია მას სოლიდურ თანხებს სწირავენ და ისეთებიც, ვინც წლების წინ სხვა მმართველ პარტიას ეხმარებოდნენ.

ყველაზე მსხვილი ფინანსური შემოწირულობა, 50 ათასი ლარი, გასულ თვეში მმართველ გუნდს ფონდი "ქართუს" გენერალურმა დირექტორმა ჩაურიცხა. იგივე თანხა შესწირა პარტიას შპს "უტას" ხელმძღვანელმა ბაკურ კიღურაძემ, რომელიც წინა წლებში ჯაშუშობის ბრალდებით იყო გასამართლებული და რუსეთის ფედერაციის დაზვერვისთვის საიდუმლო მასალების გადაგზავნა ედებოდა ბრალად. თუმცა ის "ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდში, პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლდა. 

ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს პირდაპირ ნიშნავს ბიუჯეტის გაფლანგვას და ხელისუფლება ეხმარება ისეთ ბიზნესებს, რომლებიც შემდგომში მმართველი გუნდის პოლიტიკურ საქმიანობას აფინანსებენ. ეს კი, მათი თქმით, ქვეყანაში ოლიგარქიულ მმართველობას ნიშნავს.

საპარლამენტო უმრავლესობაში კი შემომწირველებთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ უჩნდებათ და აღნიშნავენ, რომ შემოწირულობები ნებაყოფლობითია და მას ბიზნესკავშირებთან არანაირი საერთო არ აქვს. 
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი