საარჩევნო ზონდერებმა გადათვალეს ხმები და გამარჯვებულ კანდიდატს ჩაუთვალეს მარცხი - მელიას მიმართვა ზუგდიდიდან

გამოქვეყნდა:

ზუგდიდში, პირველივე ტურში მოპოვებული გამარჯვება ოპოზიციას, საოლქო კომისიამ წაართვა - ამის შესახებ ნიკა მელია სპეციალურ ფეისბუქ მიმართვაში საუბრობს.

იქ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ნიკა მელია დღეს სამეგრელოში ჩავიდა და ადგილზე გეგმავს სიტუაციას გაეცნოს.

უფრო კონკრეტულად კი საუბარია საოლქო კომისიის სხდომაზე, სადაც გვიან ღამით, ხმები ხელახლა გადაუთვალეს და ენმ-ს კანდიდატს, რომელსაც ერთ-ერთი მაჟორიტარული ოლქი მოგებული ჰქონდა, წაგებულად გამოაცხადეს.

"გუშინ ღამე ქართული ოცნება ზუგდიდში საოლქო საარჩევნო კომისიაში შეიკრიბა, უკანონოდ გადათვალეს ხმები ქურდულად, საარჩევნო ზონდერებმა და ერთ- ერთ გამარჯვებულ მაჟორიტარს პირველივე ტურში, ხმების გადათვლის შემდგ ჩაუთვალეს მარცხი"- ამბობს ნიკა მელია.

 ამავე თემაზე:

"თქვენ მოგიწევთ ციხეში წასვლა" - ხმაური ზუგდიდის საოლქო კომისიაში
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი