ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეში შესაძლოა ბრალდებულთა წრე გაფართოვდეს - განცხადება ამის შესახებ შსს-ში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთეს, სადაც თბილისის პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსმა თორნიკე მარსაგიშვილმა დეტალურად ისაუბრა იმ საგამოძიებო მოქმედებებზე, რომელიც უწყებამ ჩაატარა.
ვრცელი განცხადების მიუხედავად, ისევ უცნობი დარჩა დამკვეთის შესახებ ინფორმაცია:
2021 წლის 7 ოქტომბერს, სამართალდამცველებმა, ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო-ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ორივე ძებნილი პირი წყნეთში დააკავეს.
პოლიციის მიერ დადგენილ იქნა ის საცხოვრებელი სახლი, სადაც ბრალდებულები ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში თავს აფარებდნენ.
ორივე ბრალდებულმა დაკავებისას მიმალვა სცადა, თუმცა აქტიური დევნის შედეგად მოხდა მათი დაკავება.
ბრალდებულთა პირადი ჩხრეკისას ამოღებულ იქნა დანები, ხოლო მათ ხელბარგში ნანახი იქნა მათი კუთვნილი საქართველოს მოქალაქის პასპორტები, ტანსაცმელი და სხვა პირადი ნივთები.
საქმეზე გრძელდება შესაბამისი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები და შესაძლებელია, გაფართოვდეს ბრალდებულთა წრე." განაცხადა მარსაგიშვილმა.
აკაკი ჭელიძე და გიორგი კავილაძე პოლიციამ გუშინ, წყნეთში დააკავა. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.