ვებგვერდის შეფერხების გამო, მოქალაქეები მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების პეტიციას ვერ უერთდებიან

გამოქვეყნდა:

ონლაინ პეტიცია საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გასათავისუფლებლად - "მთავარ არხს" დილიდან მოქალაქეები უკავშირდებიან, რომლებიც ამბობენ, რომ საიტზე რეგისტრაციას ვერ ახერხებენ.

რა გახდა საიტზე შეფერხების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. 

მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერი პეტიცია მოქალაქეებმა გუშინ შექმნეს: 

"თუ მიგაჩნიათ, რომ მიხეილ სააკაშვილი, რომელიც უკვე რამდენიმე დღეა შიმშილობს, უნდა გათავისუფლდეს პატიმრობიდან და მას უნდა მიეცეს საშუალება, ნორმალურად ჩაერთოს სამოქალაქო და პოლიტიკურ პროცესებში, მაშინ მოაწერეთ ხელი პეტიციას. ერთად დავიხსნათ პრეზიდენტი ტყვეობიდან. პრეზიდენტის პატიმრობაში ყოფნა მთლიანად საქართველოსთვის შეურაცხმყოფელია", - ნათქვამია პეტიციის ტექსტში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი