მიხეილ სააკაშვილს ოჯახის წევრები სავარაუდოდ ორშაბათს შეხვდებიან. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ მესამე პრეზიდენტთან შეხვედრის შემდგ გააკეთა განცხადება. ბასილაია რუსთავის სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებაში იმყოფებოდა.
თუმცა, ამ დრომდე ვერ შედიან მესამე პრეზიდენტთან მისი პირადი ექიმები, რომლებსაც ადმინისტრაციის სახელზე უკვე რამდენიმე დღეა დაწერილი აქვთ განცხადება, თუცა პასუხი უცნობია.
მიხეილ სააკაშვილი დღეს უკვე მერვე დღეა შიმშილობს.