კუბილიუსი უფრო მიხეილ სააკაშვილის მეგობარია, ვიდრე საქართველოსი - გურამ მაჭარაშვილი

გამოქვეყნდა:

სამწუხაროდ, ბატონი კუბილიუსის ბოლო განცხადება ამტკიცებს იმას, რომ ის უფრო მეტად მეგობარია მიხეილ სააკაშვილის, ვიდრე საქართველოსი. მგონი სჯობს, რომ თავად ჩამობრძანდნენ ის ევროპარლამენტარები, რომლებსაც ეჭვი ეპარებათ იმაში, თუ რატომ ზის მიხეილ სააკაშვილი ციხეში. თავად გაესაუბრონ იმ ადამიანებს უშუალოდ, ვინც არიან დაზარალებულები. როდესაც ხარ ევროპარლამენტარი, გაქვს იმის ამბიცია, რომ ხარ ამ ქვეყნის მეგობარი და 2 ოქტომბრის არჩევნებზე ხედავ, რომ საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა ირჩევს "ქართულ ოცნებას" და ამის შემდგომ კიდევ მოწოდება გაქვს, რომ ქვეყნის პრემიერმინისტრი უნდა გადადგეს, ეს როგორც წესი, ნიშნავს საქართველოს საზოგადოების გადაწყვეტილების წინააღმდეგ წასვლას. არ მგონია, ამან ხელი შეუწყოს ბატონი კუბილიუსის და საქართველოს ურთიერთობების განვითარებას.

ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი ევროპარლამენტარების განცხადებას, სადაც ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან მიხეილ სააკაშვილის მიმართ საჯარო მუქარაზეა საუბარი.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი