ნიკა კვარაცხელიას მკვლელობისთვის დაკავებულ აკო ჭელიძესა და გიორგი კავილაძეს ბრალდება გააცნეს

გამოქვეყნდა:

პროკურატურამ ნიკა კვარაცხელიას განზრახ მკვლელობისთვის და ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარებისთვის დაკავებულებს ბრალდება გააცნო. 

უწყების ცნობით, აკო ჭელიძესა და გიორგი კავილაძეს ბრალდება 18 სექტემბერს დაუსწრებლად წარედგინათ.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ა.ჭ.-მ და გ.კ.-მ ნ.კ.-ს მოკვლა განიზრახეს, რისთვისაც მათ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინეს ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასევე, 2021 წლის 14 სექტემბერს ნ.ბ.-სგან ავტომობილი იქირავეს. 15 სექტემბერს, ა.ჭ. და გ.კ. ვ.ანჯაფარიძის ქუჩა N1-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მივიდნენ, სადაც პირად საქმეზე ნ.კ. იმყოფებოდა. დანაშაულებრივი განზრახვის, კერძოდ, ნ.კ.-ს ჯგუფურად განზრახ მოკვლის სისრულეში მოყვანის მიზნით, ავტომობილიდან გადასული ა.ჭ. ნ.კ.-ს დაბრუნებას დაელოდა, ხოლო მისი თანამზრახველი გ.კ. დარჩა ავტომობილის საჭესთან.

პირადი საქმის დასრულების შემდეგ ნ.კ. დაბრუნდა ავტომობილთან, რა დროსაც მას ზურგის მხრიდან შეიარაღებული ა.ჭ. მიუახლოვდა და განზრახ მოკვლის მიზნით, რამდენჯერმე ზურგში ესროლა. ნ.კ. თავდამსხმელისგან თავის დაღწევას ცდილობდა, მაგრამ ა.ჭ. დაედევნა და კვლავ განაგრძო სროლა მისი მიმართულებით, რა დროსაც მიაყენა სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე დაზიანებები", - წერია უწყების განცხადებაში.

სროლის დასრულების შემდეგ, ა.ჭ. გაიქცა და გ.კ.-ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილით, თანამზრახველთან ერთად, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ადგილზე შეკრებილმა ადამიანებმა ნ.კ. საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, მიუხედავად გაწეული სამედიცინო დახმარებისა, მიღებული დაზიანებების შედეგად ნ.კ. გარდაიცვალა", - წერია უწყების განცხადებაში. 

ორივე ძებნილი პოლიციამ წყნეთში 7 ოქტომბერს დააკავა. ამავე თემაზე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი