"მთავარი არხის" ინფორმაციით, მარტვილში საოლქო კომისიამ 5 დალუქული უბნის გახსნა დაიწყო, თუმცა პროცესს ოპოზიციის წარმომადგენლები არ ესწრებიან.
უბანზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი შემთხვევით მივიდა და აღმოაჩინა, რომ ადგილზე ხმების გადათვლა უკვე დაწყებულია.
მანამდე კი საოლქო საარჩევნო კომისიებს გარკვეული უბნების გადათვლის ინიციატივით ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი გამოვიდა.
სწორედ ხმების უკანონო გადათვლას და უბნების გახსნას აპროტესტებს ენმ ზუგდიდში ამ წუთებში და საოლქო კომისიისკენ მსვლელობას მართავს.