არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნები ცესკოს თავმჯდომარის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, გიორგი კალანდარიშვილმა საარჩევნო კომისიებს გარკვეული უბნების გადათვლის ინიციატივით მიმართა.

ორგანიზაცია წერს, რომ საჩივრებით მოთხოვნილი საარჩევნო უბნების გადათვლა, საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ ნდობის გაზრდის მიზნით მისასალმებელია ნაბიჯია, თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ ორგანიზაციის დამკვირვებლებს, გარკვეული უბნების გადათვლის შესახებ ინფორმაცია 2 საათით ადრე მიაწოდეს, გადათვლა კი 22:00 საათზე დაინიშნა.

"ამის გამო, ორგანიზაციის დამკვირვებლები ხმების გადათვლას ყველა საოლქო საარჩევნო კომისიაში ვერ დაესწრებიან, თუმცა ორგანიზაცია შეზღუდული დროის გათვალისწინებით, მაქსიმალური ძალისხმევით დააკვირდება გადათვლის პროცესს.",-ნათქვამია განცხადებაში.

ორგანიზაცია საარჩევნო ადმინისტრაციას მოუწოდებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ბათილი ბიულეტენების გადათვლის შემდეგ დადგება ისეთი შედეგი, რომელიც ცვლის საარჩევნო სუბიექტების შედეგებს, გაიხსნას ასეთი საარჩევნო უბნების სრული დოკუმენტაცია და მოხდეს აღნიშნული უბნების არა მხოლოდ ბათილი ბიულეტენების, არამედ საარჩევნო უბნის შედეგების სრულად გადათვლა - ამომრჩეველთა ხელმოწერების, სუბიექტების მიერ მიღებული ხმების და ბათილი ბიულეტენების ჩათვლით.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ასეთ შემთხვევაში, ასევე, აუცილებელია საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებთან კონსულტაცია და შესაბამისი ბიულეტენების დათვლის პროცესის ვიდეოფიქსაციის ფაილების გადამოწმება.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი