ბიულეტენების გადათვლა თელავში - საოლქოსთან პოლიცია იყო მობილიზებული

გამოქვეყნდა:

ხმაურით დაიწყო სხდომა თელავის მე-17 საოლქო
საარჩევნო კომისიაში, სადაც გვიან ღამით, 4 უბანზე, ბათილი ბიულეტენები ხელახლა გადათვალეს.

გადაწყვეტილებამ ოპოზიციის პროტესტი გამოიწვია. მათი მტკიცებით, განმეორებითი პროცესი მმართველი გუნდის სასარგებლოდ, ოპოზიციისათვის ხმების წასართმევად გადაწყდა, რადგან, ამავე უბნებზე არჩევნების დღეს დაწერილი საჩივრები განუხილველი დარჩა.

მათივე ინფორმაციით,  უპირატესობა გაერთიანებული ოპოზიციის მერობის, ერთ- ერთ უბანზე კი ნაციონალური მოძრაობის  მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მოიპოვა.

ოპოზიციის ბრალდებას კომისიის თავმჯდომარემ უპასუხა და თქვა, რომ ხელახალი გადათვლა უბნებზე დიდი რაოდენობით ბათილი ბიულეტენების არსებობამ  გამოიწვია.

დადგენილების აქტის შესაბამისად კი,  პირვანდელი მონაცემები ყველა ზონაზე თითქმის უცვლელი დარჩა. სხდომის პარალელურად, შენობასთან იმყოფებოდნენ "ნაციონალური მოძრაობისა" და "ქართული ოცნების" შტაბის  წარმომადგენლები. მიმდებარე პერიმეტრს კი პოლიცია აკონტროლებდა.

ამავე თემაზე:

ცესკოს თავმჯდომარე საოლქო კომისიებს გარკვეული უბნების გადათვლის ინიციატივით მიმართავს
 

ავტორი: ია გულიაშვილი

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი