მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია ლონდონშიც გაიმართა

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად აქცია ლონდონშიც გაიმართა.  აქციის მონაცილეების მოთხოვნაა, რომ მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლდეს.

ლონდონში მცხოვრებმა ქართველებმა მესამე პრეზიდენტის პატიმრობა გააპროტესტეს და თქვეს, რომ ის "პუტინის პირადი ტყვეა". მათი თქმით, მათ სურთ დემოკრატია საქართველოში და აღარ სურთ იცხოვრონ ისე, როგორც ცხოვრობდნენ 1990-იან წლებში. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქციები ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპის არაერთ ქვეყანაში გაიმართა.

იხილეთ ასევე:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი