
ევროპარლამენტარი იაცეკ სარიუშ-ვოლსკი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ ბრალდებები "შეთითხნილია" და ის ციხეში არაკანონიერად ზის. მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით მან "მთავარი არხის" გადაცემაში Post factum ისაუბრა და თქვა, რომ იმ შემთხვევაში თუ მიხეილ სააკაშვილი საპატიმროდან არ გათავისუფლდება, ევროკავშირმა საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების შეჩერება უნდა განიხილოს.
"ბრალდებები მის წინააღმდეგ შეთითხნილია, მას არაკანონიერად აჩერებენ ციხეში. საქართველოს მთავრობა კანონს არღვევს და არ მალავს, რომ ეს შურისძიებაა, ჩვენ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვთ. თუ ეს არ მოხდება, ევროკავშირმა საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების შეჩერება უნდა განიხილოს, რადგან საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაა და მთავრობა არღვევს იმ მთავარ პრინციპებს, რომლებიც ამ ხელშეკრულებაშია გაწერილი.
საქართველოს მეგობრებს კარგად გვახსოვს პრეზიდენტ სააკაშვილის მიღწევები, თუ როგორ მოაბრუნა მან საქართველო დასავლეთისკენ და როგორ შეაქცია ზურგი პუტინის რუსეთს, მას ჩვენი გვერდში დგომა სჭირდება და ის ამას აუცილებლად მიიღებს",-თქვა მან.
მესამე პრეზიდენტი ქვეყანაში 1 ოქტომბერს ჩამოვიდა. ინფორმაცია ამის შესახებ თავად მიხეილ სააკაშვილმა
Facebook-ზე გაავრცელა. მმართველი გუნდი მთელი დღის განმავლობაში ამტკიცებდა, რომ მესამე პრეზიდენტს უკრაინის საზღვარი არ გადმოუკვეთავს და ის საქართველოში არ იმყოფებოდა, თუმცა დღის ბოლოს ის პრემიერმმინისტრმა თქვა, რომ ის საქართველოში დააკავეს.
უკვე მე-10 დღეა, რაც მიხეილ სააკაშვილი საპატიმროში შიმშილობს, დღეს, 10 ოქტომბერს მისმა პირადმა ექიმმა თქვა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა.
ამავე თემაზე: