"არც იცოდა, არც შესწრებია" - გორში მომხდარი მკვლელობის დაფარვაში ბრალდებულის ოჯახი

გამოქვეყნდა:

გორში, ბრიტანეთის მოქალაქის მკვლელობის საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებული 23 წლის ვასილ ოქროპირიძის ძმები ამბობენ, რომ ბრალდებულს მომხდარის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა. 

მათი თქმით, ოქროპირიძე ქუჩის მუსიკოსია და ერთ-ერთ მიწისქვეშა გადასასვლელში უკრავდა, სადაც ბრიტანეთის მოქალაქე, სავარაუდოდ, სწორედ მის მოსასმენად გაჩერდა. ამ დროს კი მან 4 პირი გაიცნო, რომლებთან ერთადაც ერთ-ერთ ბარში წავიდა.

"ჩემ ძმას ედავებიან დანაშაულის დაფარვას. უკრავდა ხოლმე "პაძემკაში", ალბათ იქ უსმენდნენ ის ბიჭები, ჩამოვიდა ვიღაც ტურისტი. მერე იმათ დალიეს იქ ალკოჰოლი, ჩემი ძმის გარეშე გადაინაცვლეს ბარში, იმის შემდეგ რა მოხდა არ ვიცი უკვე", - ამბობს დაკავებულის ძმა. 

დაკავებულები დუმილის უფლებას იყენებენ, მათ ადვოკატი ცოტა ხანში მოინახულებს.

ამავე თემაზე: 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი