
მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ რუსთავის ციხე დატოვა. მისი თქმით, შვილთან პოლიტიკურ თემებზე, მათ შორის სასამართლოზე არ უსაუბრია, თუმცა აცხადებს, რომ პროცესი რაც შეიძლება სწრაფად უნდა ჩაინიშნოს.
"ჩემი აზრია, რომ რა თქმა უნდა, ეს [სასამართლო პროცესის ჩანიშვნა] ძალიან სწრაფად უნდა მოხდეს. რა არის გადასადები, ბოლოს და ბოლოს ყველაფერი ცნობილია უკვე რამდენი ხანია, რაღა საჭიროა ამის ყველაფრის გადადება", - თქვა მან.
ცნობისთვის, ადვოკატები დაკავების დღიდან სასამართლო პროცესების ჩანიშვნას ითხოვენ, თუმცა უშედეგოდ. უფლებადამცველები აცხადებენ, რომ ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის საჯაროდ გამოჩენის ეშინია და სწორედ ამის გამო ნიშნავს პროცესს, რაც მათივე თქმით, კანონდარღვევაა.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილს დღეს, 11 ოქტომბერს ოჯახის წევრების ნახვის საშუალება პირველად მიეცა დაკავების შემდეგ. ის უკვე მე-11 დღეა შიმშილობს. გიული ალასანიამ შვილის ჯანმრთელობაზე გააკეთა განცხადება.
ამავე თემაზე: