
მიხეილ სააკაშვილი დღეს პირველად შეხვდა დედას და შვილებს 11 დღიანი პატიმრობის შემდეგ. ნიკოლოზ და ედუარდ სააკაშვილებმა, ასევე გიული ალასანიამ სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულება ცოტა ხნის წინ დატოვეს.
"ერთ შვილს ელაპარაკა, მეორე შვილს ელაპარაკა, შესაბამისად იმ საკითხებზე რომელიც იმათ ეხებოდათ. არაფერი განსაკუთრებული არ ყოფილა უბრალოდ ჩვენ გაგვიხარდა, პირველი შეხვედრა იყო ჩვენთვის" - თქვა გიული ალასანიამ ციხიდან გამოსვლის შემდეგ.
მესამე პრეზიდენტის დედამ, შვილის ჯანმრთლობის მდგომარეობაზე ისაუბრა.
დღეს შიმშილობის მე-11 დღეა.