შედეგზე ვილაპარაკოთ - ღარიბაშვილი არ პასუხობს კითხვას, როდის გაიგეს მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა

გამოქვეყნდა:

პრემიერმინისტრი ღარიბაშვილი ისევ არ პასუხობს კითხვას, როდის გაიგო ხელისუფლებამ ქვეყანაში მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის შესახებ.

"ფაქტი არის შემდეგი, რომ პატიმარი სააკაშვილი დღეს არის ციხეში. მე ჩემ განცხადებაში ყველაფერი ვთქვი, ყველაფერი განვმარტე, საზოგადოება დამატებით ინფორმაციას კვლავაც მიიღებს, ჩვენ შედეგზე ვილაპარაკოთ. ადამიანი შემოიპარა ქურდულად, ახალი დანაშაული ჩაიდინა, სიტუაცია იყო აბსოლუტურად კონტროლის ქვეშ. ბინის კარი, სადაც სააკაშვილი იმყოფებოდა, იმალებოდა, ჩვენმა პოლიციელებმა ამ ბინის გასაღებით გააღეს", - თქვა ღარიბაშვილმა. 

ცნობისთვის, პირველ ოქტომბერს ხელისუფლება მთელი დღის მანძილზე ამტკიცებდა, რომ მესამე პრეზიდენტი საქართველოში არ იყო და უკრაინის საზღვარი საერთოდ არ გადაუკვეთავს. საღამოს კი პრემიერმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი დააკავეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი