
"შეეშვით ამ ტყუილებს და ხალიხს შეცდომაში შეყვანას" - მიმართა ჟურნალისტებს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხიელ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებაზე საუბრისას.
მისი მტკიცებით, მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
"ეს ცირკი და შოუ, რაც მიმდინარეობს ამ დღეების განმავლობაში, რა თქმა უნდა, ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს, ეს არის პირადად პატიმარ სააკაშვილის დავალება, რომ მეორე ტურამდე იციან რა, რომ მეურე ტურებში ყველგან დამარცხდებიან, რამენაირად ტემპერატურა აწიონ და საზოგადოებას მოაჩვენონ ისე, რომ თითქოს პატიმარი სააკაშვილი არის მძიმედ ავად", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე აზრით, თუ ადამიანი აცხადებს, რომ შიმშილობს, ნახევარ კილოგრამ თაფლს არ უნდა ჭამდეს.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი ციხეში მე-11 დღეა შიმშილობს. მას არასდროს უთქვამს, რომ მშრალ შიმშილობაზეა, შესაბამისად იღებს წყალს. გუშინ მისმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ თქვა, რომ მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა შეიძლება ნებისმიერ დროს დამძიმდეს და მისი ჰოსპიტალიზაცია გახდეს საჭირო.