ისეთ მდგომარეობაშია, რომ შეუძლია იმსჯელოს მნიშვნელოვან თემებზე - სამადაშვილი

გამოქვეყნდა:

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, სალომე სამადაშვილმა მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრა დაასრულა და საპატიმრო დატოვა. სამადაშვილის თქმით, მისი შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპისთვის დამაკმაყოფილებელია.

​როგორც სამადაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მას მიხეილ სააკაშვილთან პარტიის დატოვების მიზეზებზე არ უსაუბრია.

"ჩემი შეფასებით, ისეთ მდგომარეობაშია, როცა მას შეუძლია იმსჯელოს მნიშვნელოვან თემებზე და ეს არის კარგი. მიხეილ სააკაშვილი არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური ლიდერი ბევრი ადამიანისთვის ამ ქვეყანაში და რა თქმა უნდა, მისი კეთილდღეობა, ის, რომ მისი ჯანმრთელობა დაცული იყოს მისი პატიმრობაში ყოფნის დროს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი",-თქვა სალომე სამადაშვილმა.

მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების შესახებ გუშინ, მისმა პირადმა ექიმმა ისაუბრა, რის შემდეგაც პენიტენციურმა სამსახურმა დეტალური მონაცემები გამოაქვეყნა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი