სპეციალური პენიტენციური სამსახური ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ მესამე პრეზიდენტი თავს კარგად გრძნობს და მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშაა.
"მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის დამაკმაყოფილებელია
სპეციალური პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ სიმართლეს არ შეესაბამება მედიასაშუალებებით გავცრელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.
მიხეილ სააკაშვილი იღებს დანიშნულ მედიკამენტებს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის დამაკმაყოფილებელია. სასიცოცხლო მაჩვენებლები არის ნორმაში. კერძოდ: წნევა - 120/90; პულსი - 90; სატურაცია - 97. გლუკოზა - 101mg/dl.
როგორც მოშიმშილე, მიხეილ სააკაშვილი მუდმივად იმყოფება სამედიცინო პერსონალის დაკვირვების ქვეშ", - წერია პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.
მიუხედავად ამისა, ციხეში მესამე პრეზიდენტის მონახულების შემდეგ მისი პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე ამბობს, რომ შიმშილობის მე-10 დღეს მიხიელ სააკაშვილის მდგომარეობა დამძიმდა. ამავე თემაზე: