იტალიაში 12 წელს გადაცილებული მოსახლეობის 80% სრულად აცრილია. ინფორმაციას Reuters ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
იტალიის მთავრობის ოფიციალური, 10 ოქტომბრის მონაცემებით, 60 მილიონიანი მოსახლეობიდან სრულად ვაქცინირებულია 43 229 551 ადამიანი, რომელიც 12 წელს არის გადაცილებული.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ახლა იტალიის მიზანი 5-12 წლამდე ასაკის მოსახლეობის უდიდესი ნაწილის აცრაა.