
"თავისუფლება მიშას!" - ამ შინაარსის წარწერები ზესტაფონის ქუჩებშიც გამოჩნდა.
ქვეყნის მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით, წარწერა გზებზე, გაჩერებებსა და სხვადასხვა ობიექტებზე გააკეთეს. მოქალაქეები ამ ფორმით, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას შეუერთდნენ.
ზესტაფონის გარდა მსგავსი შინაარსის წარწერები უკვე გამოჩნდა თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და გორში.