ბრიტანელი ტურისტის მკვლელობის საქმეზე დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

გამოქვეყნდა:

28 წლის ბრიტანელი მუსიკოსის მკვლელობაში ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე გორის რაიონული სასამართლო დღეს იმსჯელებს.

თომას კენედი საქართველოში ბოლო 1 თვის განმავლობაში იმყოფებოდა. ბოლოს ტურისტი გორში გაჩერდა, სადაც ის 7 ოქტომბერს გაძარცვეს და სასტიკად ნაცემი, უგონო მდგომარეობაში მყოფი მტკვარში გადააგდეს.  ცხედარი მდინარემ მეორე დღეს, სოფელ ქვახვრელის მიმდებარე ტერიტორიაზე გამორიყა.

დანაშაულის ბრალდებით 5 პირია დაკავებული, მათ შორის ერთ-ერთი არასრულწლოვანი. ნაქურდალ ნივთებს სამართალდამცველებმა ლომბარდში მიაგნეს.

ბრიტანელი ტურისტის მკვლელობის საქმეზე დაკავებულები კანონით მინიჭებულ დუმილის უფლებას იყენებენ. პროკურატურამ ბრალი მათ გუშინ, 11 ოქტომბერს წარუდგინა. მათგან ოთხს გამოძიება განზარხ მკვლელობას, ხოლო ერთს მძიმე დანაშაულის დაფარვას ედავება. 

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი