საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილი, ბუსა ჟვანია ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმესთან კავშირს უარყოფს. ის ამბობს, რომ ამჟამად საგანმანათლებლო საკითხებთან დაკავშირებით საზღვარგარეთ იმყოფება და ქვეყანაში მალე დაბრუნდება.

"პირველ რიგში, მინდა ღრმა მწუხარება გამოვხატო მომხდარის გამო. მინდა, აქვე კატეგორიულად განვაცხადო, რომ აღნიშნულ საქმესთან არანაირი შეხება არ მაქვს და ინფორმაციის გავრცელებამდე - მე არავინ დამკავშირებია", - ნათქვამია ბუსა ჟვანიას განცხადებაში.

ინფორმაციას, რომ ბუსა ჟვანიას სამართალდამცველები ნიკო კვარაცხელიას მკვლელების მფარველობისთვის ეძებენ, "ქრონიკა პლიუსის" რედაქტორი ელისო კილაძე ავრცელებს. მისი თქმით, აკო ჭელიძემ და გიორგი კავილაძე ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის შემდეგ  საცხოვრებელი ადგილი რამდენიმეჯერ შეიცვალეს, ერთ-ერთ სახლში კი სწორედ ბუსა ჟვანიას დახმარებით იმალებოდნენ.

კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულები 7 ოქტომბერს, წყნეთში დააკავეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი