როინიშვილის დანიშვნით "ოცნებამ" საკონსტიტუციო სასამართლოში პოზიციები გაიმყარა - ანა დოლიძე

გამოქვეყნდა:

ქვეყანაში სასამართლო კლანი ძლიერდება და ვასილ როინიშვილიც სწორედ ამ კლანთან დაახლოებული პირია, - ასე ეხმაურებიან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ ვასილ როინიშილის დანიშვნას.

მოძრაობა "ხალხისათვის" ლიდერის ანა დოლიძის თქმით, ვასილ როინიშვილის დანიშვნით ხელისუფლებამ გაიმყარა პოზიციები საკონსტიტუციო სასამართლოში, რომელიც მოსახლეობას რჩებოდა თავისუფლების ერთადერთ ბასტიონად, ხელისუფლებებს შორის.

როინიშვილი იყო ერთ ჩვეულებრივი ჯარისკაცი, როდესაც სისტემა იყო რეპრესიული და ამავდროულად მას არ გამოარჩევს კვალიფიკაციით საერთოდ არაფერი, ის არის ერთი ჩვეულებრივი იურისტი რომელიც ემსახურებოდა მორჩილად რეპრესიულ სისტემას როდესაც ის იყო რეპრესიული, - ამბობს ანა დოლიძე.

როინიშილის დანიშვნას ეხმაურება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი. ამბობს, რომ საარჩევნო წელს, შესაძლოა საფრთხე შეექმნათ უზანაესი სასამართლოს მოსამართლეებს, ამიტომ ხელისუფლებას საკონსტიტუციო სასამართლოზე გავლენა სჭირდება. 

ვასილ როინიშვილი ახალ პოზიციაზე მუშაობას, სავარაუდოდ, 15 ივლისის შემდეგ დაიწყებს, მას შემდეგ რაც მის წინამორბედ ზაზა თავაძეს უფლებამოსილების ვადა ამოეწურება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი