ჩანიშნონ ამ ოჯახაშენებულებმა, ამდენი წელი ეძებდნენ, აქ არის - ადვოკატი მიხეილ სააკაშვილის სასამართლოზე

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველები უკვე ერთ კვირაზე მეტია, სასამართლო პროცესის ჩანიშვნას ითხოვენ. 

როგორც ადვოკატმა ბექა ბასილაიამ აღნიშნა, პროცესის ჩანიშვნა ხელოვნურად ჭიანურდება და ამის მიზეზი მხოლოდ ისაა, რომ მმართველ გუნდს მესამე პრეზიდენტის ეშინია.

"რაც შეეხება სასამართლო პროცესების ჩანიშვნას, ჩანიშნონ ამ ოჯახაშენებულებმა, ადამიანს ეძებდნენ ამდენი წელია, გულზე მჯიღს იცემდნენ, რომ სასამართლოს წინაშე წარვადგენთო. ჩამოსულია, აქ არის, წარადგინონ სასამართლოს წინაშე, მაგრამ მათ ეშინიათ", - აღნიშნა ბექა ბასილაიამ.

მანვე მიხეილ სააკაშვილისთვის პროკურატურის მხრიდან ზარის განხორციელების უფლების შეზღუდვაზე ისაუბრა და თქვა, რომ უწყების გადაწყვეტილება აბსურდულია.

"ციხიდან შეიძლება მიშამ მოწმეებს დაურეკოსო, ამ ადამიანის მიმართ 8 წელია დევა მიმდინარეობს, თავისუფლებაში იყო, უმაღლეს თანამდებობებზე იყო უკრაინაში, მაშინ დაურეკავდა ხომ ვინმესთან დარეკვა რომ სდომოდა. ვინმეს სმენია, როდესმე რომ მიშა თავის საქმის მიმდინარეობის დროს რაიმე კომუნიკაციაში იმყოფებოდა პროკურატურის მოწმეებთან?! ეს არის აბსურდი", - თქვა ადვოკატმა.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს. მიხეილ სააკაშვილი უკვე მე-12 დღეა, შიმშილობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი