მოქალაქე თავის სარდაფში რას გააკეთებს, თუ სტრუქტურებს არ შეატყობინა, ვერ გავიგებთ - თურნავა ბათუმზე

გამოქვეყნდა:

ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა ამბობს, რომ მომავალში კანონმდებლობაში ცვლილებები განხორციელდება, რაც მუნიციპალურ სამსახურებს მშენებლობებასთან დაკავშირებულ მეტ ინფორმაციაზე მისცემს წვდომის შესაძლებლობას.

ამ თემაზე მან ბათუმის ტრაგედიასთან დაკავშირებით ისაუბრა და თქვა, რომ მოქალაქეებსაც მეტი პასუხისმგებლობა უნდა ჰქონდეთ.

"როგორც ჩანს, მოკლებული იყო შესაბამისი ორგანოები, რომ ინფორმაცია ჰქონოდა იმასთან დაკავშირებით, ესა თუ ის მოქალაქე, თავის სარდაფში რას გააკეთებს, თუ არ შეატყობინებს შესაბამის სტრუქტურებს, რა თქმა უნდა, ამას ვერ გავიგებთ. თითოეულ ადამიანსაც მეტი წინდახედულება და პასუხისმგებლობა მართებს, ეს ყველასთვის არის გაკვეთილი", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ბათუმში კორპუსის სადარბაზო, 26 მაისის ქუჩაზე 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. ტრაგედიას 9 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მათ შორის სამი ბავშვია. კიდევ ერთი დაშავებული ამ დრომდე კლინიკაში, რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. 

მომხდარის გამო შსს-მ სამი პირი, პირველ სართულზე ბინის აზერბაიჯანელი მეპატრონე და ორი მუშა დააკავა. გამოძიების ვერსიით, მათ მზიდი კედლები "გამოიღეს" რამაც ნგრევა გამოიწვია. სამივე მათგანს სასამართლომ აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი