საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატები ამბობენ, რომ გუშინ, პროკურატურის დადგენილება ჩაბარდათ ზარის უფლების შეზღუდვაზე, სადაც ამ გადაწყვეტილების არგუმენტად მოყვანილია ის, რომ მიხეილ სააკაშვილმა შესაძლოა, ციხიდან მოწმეებს დაურეკოს.
"დოკუმენტში, რომლითაც მიხეილ სააკაშვილს შეეზღუდა ზარების განხორციელება, რეალურად არაფერი არ წერია. ერთადერთი აბსტრაქტიული ფრაზაა გამოყენებული, რომ მიხეილ სააკაშვილმა შეიძლება, სატელეფონო ზარების მეშვეობით ზეგავლენა მოახდინოს მის მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეებზე, რაც არის სრული აბსურდი. რეალურად ხელისფულების მიზანი იყო ის რომ მიხეილ სააკაშვილი იყოს სრულ იზოლაციაში", - თქვა ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა.
პროკურატურის გადაწყვეტილებას აბსურდულს უწოდებს მესამე პრეზიდენტის კიდევ ერთი უფლებადამცველი, ბექა ბასილაია. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს პროკურატურის მოწმეებთან დარეკვა რომ სდომოდა, ამისთვის საკმარისი დრო ჰქონდა, როცა თავისუფალი იყო.
"ციხიდან შეიძლება მიშამ მოწმეებს დაურეკოსო, ამ ადამიანის მიმართ 8 წელია დევა მიმდინარეობს, თავისუფლებაში იყო, უმაღლეს თანამდებობებზე იყო უკრაინაში, მაშინ დაურეკავდა ხომ ვინმესთან დარეკვა რომ სდომოდა. ვინმეს სმენია, როდესმე რომ მიშა თავის საქმის მიმდინარეობის დროს რაიმე კომუნიკაციაში იმყოფებოდა პროკურატურის მოწმეებთან?! ეს არის აბსურდი", - თქვა ბასილაიამ.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილს ციხეში ადვოკატები ხვდებიან. ისინი მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე კომენტარს შეხვედრის გააკეთებენ.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი უკვე მე-12 დღეა, შიმშილობს.