"საქმე გვაქვს პოლიტიზირებულ მართლმსაჯულებასთან" - სასამართლოში ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის პროცესები გრძელდება

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლოში მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის სასამართლო პროცესები გრძელდება. საქმეზე დღეს მოწმეებს გამოკითხავენ.

პარტია "ლელოს" ლიდერები და მათი ადვოკატები ამბობენ, რომ სასამართლო პროცესები მიზანმიმართულად, პოლიტიკური პროცესების პარალელურად აქტიურდება, რაც საქმის პოლიტიკურ მოტივებზე კიდევ ერთხელ მიუთითებს.

"დღეს კიდევ ერთხელ გიორგი ქადაგიძე დაადასტურებს, რომ არანაირი ფულის გათეთრება არ მომხდარა და ეს არის ყველაფერი აბსურდი, მცდელობაა, რომ ჩვენი დისკრედიტაცია მოხდეს. ეს არის პოლიტიკურად შეკერილი საქმე. მე ამ სასამართლოდან ნებისმიერ გადაწყვეტილებას ველოდები, იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს საქმე პოლიტიზირებულ მართლმსაჯულებასთან", - თქვა მამუკა ხაზარაძემ. 

ადვოკატი ზვიად კორძაძე ამბობს, რომ პროცესი უკვე დასკვნით ეტაპზეა.

ე.წ. ფულის გათეთრების საქმე 11 წლის წინანდელ ტრანზაქციას ეხება. პროკურატურა მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ადანაშაულებს ჯგუფურად 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. საქმე ეხება 2008 წელს განხორციელებულ საბანკო ოპერაციას. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი