
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პარლამენტის თავმჯდომარეს, კახა კუჭავას მიმართ სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა.
2 ოქტომბერს საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად კუჭავა "ქართული ოცნების" სიმბოლიკიანი პირბადით მივიდა.
ამ ფაქტზე "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ", როგორც სადამკვირვებლო ორგანიზაციამ, საჩივრით მიმართა საარჩევნო ადმინისტრაციას და შესაბამისი რეაგირება მოითხოვა.
ცესკო-მ 12 ოქტომბერს ზეპირი მოსმენით განიხილა საია-ს საჩივარი. შედეგად, კახა კუჭავას მიმართ შედგა სამართალდარღვევის ოქმი აგიტაციის წესების დარღვევის ფაქტზე და საქმე განსახილველად სასამართლოს გადაეგზავნა.