
სოფელ ხურვალეთთან, რუსი ოკუპანტები ხნულებს ანახლებენ - ინფორმაციას ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრი, დავით ქაცარავა ავრცელებს და სოციალურ ქსელში ფაქტის ამსახველ ფოტოსაც აქვეყნებს.
"ამ წუთებში რუსები ხურვალეთთან, ავტობანის მიმდებარედ ხნულებს ანახლებენ.
ერთ დღეს არ გაგვიკვირდეს, ორკები ავტობანზე რომ ამოვლენ", - წერს დავით ქაცარავა.
მომხდარზე ჯერ შესაბამის უწყებებს განცხადება არ გაუვრცელებიათ.