დახმარებას აშშ-ის ელჩს ვთხოვთ - მკლავჭიდელების პროტესტი გრძელდება

გამოქვეყნდა:

მკლავჭიდელების პროტესტი გრძელდება - ისინი ისევ ითხოვენ სახელმწიფოსგან იმ ფინანსური სანქციის გადახდას ითხოვენ, რაც საქართველოს "მკლავჭიდის საერთაშორისო ფედერაციამ" დააკისრა. სწორედ ამის გამო ისინი ჩემპიონატებზე წასვლას ვეღარ ახერხებენ.

ამ მოთხოვნით მკლავჭიდელები სპორტისა სამინისტროსთან იყვნენ შეკრებილები და თეა წულუკიანთან ითხოვდნენ შეხვედრას, თუმცა უშედეგოდ. მსოფლიოსა და ევროპის  ჩემპიონებმა სამინისტროდან მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლეს, რამდენიმე მათგანმა შეხვედრაზეც მოახერხა შესვლა. 

ფედერაციის წევრები ამბობენ, რომ მთავრობას აღარ ენდობიან, რადგან უკვე არაერთი დაპირება მიიღეს. სოსო ჯაჭვლიანმა სამოქმედო გეგმაც დააანონსა.

"აქაც ფაქტიურად ვერაფერი ვერ გავარკვიეთ. ახლა ასეთი აზრი მებადება, რომ დიდი სიამოვნებით ვთხოვდით ამერიკის ელჩს, ან კონსულს დაგვეხმარონ, ამ მდგომარეობიდან როგორმე გამოგვიყვანონ", - თქვა მან. 

ჯაჭვლიანმა აღნიშნა, რომ მომდევნო აქცია აშშ-ის საელჩოსთან გაიმართება.

მსოფლიო მკლავჭიდის ფედერაციის (WAF) გადაწყვეტილებით, საქართველოს მკლავჭიდელთა ეროვნული ნაკრები დისკვალიფიცირებული იქნება ნებისმიერი WAF-ის მნიშვნელოვანი ჩემპიონატიდან (მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატი) ან სხვა საერთაშორისო კონტესტიდან, რომელიც WAF-ის მიერ იქნება ორგანიზებული. მსოფლიო მკლავჭიდის ფედერაციამ, გადაწყვეტილება კონტრაქტის სერიოზული დარღვევის გამო მიიღო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი