მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილ პეტიციას ხელი დედა სიდონიამაც მოაწერა. ამის შესახებ ინფორმაცია Facebook-ზე თავად გაავრცელა და დაწერა, რომ ის ხელს ცვლილებებს აწერს.
"ვაწერ ხელს ცვლილებებს, რადგან ისტორია არ უნდა მეორდებოდეს! არ შეიძლება დაუსრულებლად წინა ხელისუფლების შეცდომებზე ვსაუბრობდეთ! წავიდნენ ისინი, და სხვა რეალობასა და პრობლემებში ვართ დღეს! წინ უნდა ვიყუროთ, წინ!",-წერს დედა სიდონია.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით პეტიციას ხელი მოაწერა ასევე შემოქმედის მიტროპოლიტმა იოსებმა. პეტიციას ხელს უკვე არაერთი მოქალაქე აწერს. ამ მოთხოვნის გარშემო მსახიობები, მწერლები და სხვადასხვა პროფესიის მოქალაქეები ერთიანდებიან.
ამავე თემაზე: