ოკუპანტები კრემლში დაწერილ გეგმას თანმიმდევრულად მიყვებიან. ამჯერად, საოკუპაციო ჯარის წარმომადგენლები ხურვალეთი-ყარაფილას მონაკვეთზე, ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალთან რამდენიმე ასეულ მეტრში გამოჩნდნენ და მორიგი უკანონო სამუშაოები დაიწყეს.
საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა სამუშაოები დაახლოებით 1 საათის წინ დაასრულეს. მათ ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო ხნულები გააკეთეს. ხნულები იქ არის გაკეთებული, სადაც აქამდე. ე.წ. საზღვრისმანიშნებელი ბანერი იდგა. ამავე ტერიტორიაზე გადის ბაქო-სუფსას მთავარი ნავთობსადენი.
ხნულების შესახებ ინფორმაცია პირველად ანტისაოკუპაციო მოძრაობამ გაავრცელა. მოძრაობის წევრები ამბობენ, რომ ბოლო პერიოდში საოკუპაციო ძალები განსაკუთრებულად გააქტიურდნენ.
"მთავარი ავტობანიდან სულ რაღაც 380 მეტრში განაახლეს ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო ხნულები. თუმცა ეს ხნულები გამოიყენება. ე.წ. საზღვრის ანუ საოკუპაციო ხაზის მოსანიშნად. ეს ყველაფერი ხდება იმ პირობებში, როდესაც ჩვენი მთავრობა ეფლირტავება რუსეთს. იწყებს საუბარს 3+3-ის ფორმატზე. როდესაც შემოდის ინფორმაცია, რომ მთავრობა იწყებს მოლაპარაკებებს ალტერნატიული გზების გახსნაზე, იგულისხმება ლარსის და სამხედრო გზის ალტერნატიული გზის გახსნა",- ამბობს დავით ქაცარავა.
ცნობისთვის, სუს-ში ამჯერადაც ამბობენ, რომ ინციდენტზე ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ამოქმედებულია ცხელი ხაზი.