პრემიერის განცხადებები მიხეილ სააკაშვილს უბიძგებს, გადავიდეს შიმშილობის მკაცრ ფორმაზე - ლომჯარია

გამოქვეყნდა:

სახალხო დამცველის აპარატი მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას და პენიტენციურ დაწესებულებაში პირობებს აკვირდება. ნინო ლომჯარია პენიტენციურ სამსახურსა და ხელისუფლებას მოუწოდებს, ნუ გააკეთებენ ისეთ განცხადებებს, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას დამატებით საფრთხეს შეუქმნის.

ომბუდსმენი ხედავს საშიშროებას, რომ მსგაგვსი განცხადებების გავრცელებით ციხის მოშიმშილე პატიმარმა შესაძლოა უარი თქვას სამედიცინო მომსახურების მიღებაზეც.

"პერსონალური ინფორმაციის გასაჯაროება, როგორც ეს პენიტენციურმა სამსახურმა გააკეთა არის არასწორი და არღვევს პატიმრის უფლებებს. ის განცხადებები, რაც გაკეთდა, მათ შორის პრემიერის მხრიდან, ვფიქრობ უბიძგებს მოშიმშილე პატიმარს, რომ გადავიდეს შიმშილობის უფრო მკაცრ ფორმებზე. უკვე ალბათ ყოველდღიურად დამძიმდება მიხიელ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა", - თქვა ნინო ლომჯარიამ. 

მისი თქმით, მნიშვნელოვანია შეიქმნას მულტიდისციპლინური ჯგუფი სადაც სამედიცინო დარგის ექსპერტები და სპეციალისტები შევლენ, რომლებსაც პატიმრის და საზოგადოების ნდობა აქვთ. ამავე თემაზე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი