პრემიერმინისტრი არ უნდა საუბრობდეს ვინმესთვის ბრალდების დამატებაზე - გალერი ღარიბაშვილზე

გამოქვეყნდა:

"პრემიერმინისტრი არ უნდა საუბრობდეს ვინმესთვის ბრალდების დამატებაზე, ეს მისი უფლებამოსილება არ არის" - ამის შესახებ ევროპარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელი, მაიკლ გალერი "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში საუბრობს. მისი თქმით, თუ ღარიბაშვილს სურს, საქართველოს სასამართლო დამოუკიდებლად განიხილონ, ასეთ განცხადებებს არ უნდა აკეთებდეს.

"პრემიერმინისტრმა ეს საკითხი სასამართლოს უნდა მიანდოს. არა პრემიერმინისტრის, არამედ სასამართლოს  გადასაწყვეტია, უნდა იქნას წაყენებული თუ არა დამატებითი ბრალდებები. თუ სურს, რომ ჩვენ განვიხილოთ საქართველოს სასამართლო როგორც დამოუკიდებელი და კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული, მაშინ ასეთ განცხადებებს არ გავაკეთებდი", - თქვა გალერიმ.

ევროპარლამენტარმა სუს-ის სკანდალურ ფაილებზეც ისაუბრა და თქვა რომ ხელისუფლება ფაილების გამვრეცელებლის ძიების ნაცვლად იმას უნდა სწავლობდეს თუ ვინ გასცა უკანონო მოსმენების ბრძანება.

"რაც შეეხება სუსის ფაილებს. ეს ძალიან შემაშფოთებელია. არა მარტო ჩვენს მეგობრებს და ევროკავშირის ელჩს, გერმანიის ელჩს, არამედ პრეზიდენტმაც გვითხრა, რომ მასაც უსმენენ. ეს აღმაშფოთებელია და მთავრობა იმაზე კი არ უნდა ფოკუსირდებოდეს, ვინ გაავრცელა ეს ინფორმაცია, არამედ შეისწავლოს ვინ გასცა ბრძანება იმის, რაც საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით უკანონოა. ეს აჩვენებს, რომ არიან სტრუქტურები, რომლებიც კონტროლს არ ექვემდებარებიან. ფუნქციონირებად დემოკრატიულ ქვეყანაში ვიხილავდით, რომ შესაბამისი მინისტრი აიღებდა პასუხისმგებლობას და გადადგებოდა, თუმცა, ალბათ, ის თავად იყო, ვინც მოსმენების ბრძანება გასცა. არ ვაპირებ სპეკულაციას. საჭიროა ფოკუსირება იმაზე, თუ ვინაა ამ აღმაშფოთებელი მოსმენების უკან. თუ შემთხვევით, ეს არაა რომელიმე აქტიური პოლიტიკოსი, არამედ ივანიშვილია, ეს ასევე აღმაშფოთებელია. შემიძლია ჩამოვთვალო ისინი, ვისზეც ეჭვია, თუმცა მე არ ვიცი ვინ გააკეთა ეს. ეს უნდა იყოს გამოძიებული და ამ ადამიანმა პასუხი უნდა აგოს", - თქვა მან. 

ცნობისთვის, პრემიერმინისტრი ციხეში მყოფ მესამე პრეზიდენტს დაემუქრა და თქვა, რომ თუ ის ციხეში "წესიერად არ მოიქცეოდა" მუხლებს დაუმატებდნენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი