ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე, დევიდ მაკალისტერი და დეპუტატი მარინა კალიურანდი ოპოზიციურ პარტიებს პასუხობენ, რომ მათთვისაც არადამაჯერებელია "ქართული ოცნების" არგუმენტი, თითქოს ხელისუფლებამ ევროკავშირის დახმარებაზე უარი ეკონომიკური ზრდის მიზეზით თქვა.
ისინი პუნქტობრივად წერენ რეფორმებს, რომელიც ხელისუფლებამ ვერ გაატარა, შესაბამისად ეჭვი გაჩნდა, რომ 75 მილიონიან მაკროფინანსურ დახმარებას საქართველო ისედაც ვერ მიიღებდა.
"ფინანსური დახმარება აღარ არის საჭირო ამ ეკონომიკური კრიზისიდან საქართველოს სწრაფი გამოყვანისთვის, ამ განმარტებამ ჩვენ ბოლომდე ვერ დაგვარწმუნა თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველომ, სადაც სიღარიბე ჯერ კიდევ ფართოდაა გავრცელებული ძლიერი დარტყმა მიიღო კოვიდპანდემიისგან და დამატებითი სოციალურ-ეკონომიკური კრიზისისგან.
ასევე აღსანიშნავია, რომ თანმიმდევრული ჩავარდნები საქართველოს ხელისუფლების მიერ აღებულ ვალდებულებებში, რომ გაეზარდათ მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და ეფექტიანობა, იძლევა ეჭვის საფუძველს საეთოდ მიიღებდა თუ არა საქართველო ამ პირობით მიკრო ფინანსურ დახმარებას.
რა თქმა უნდა, როგორც ევროპარლამენტის ოფიციალური პირები 2 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურში ჩვენ არცერთ პარტიას არ ვაყენებთ სხვებზე წინ, მიუხედავად ამისა გარწმუნებთ, რომ ჩვენ გავაგრძელებთ სიტუაციაზე ყურადღებით დაკვირვებას, რათა საქართველომ არ გადაუხვიოს ევრო-ატლანტიკურ გზას, რომელიც ქართველმა ხალხმა აირჩია", - აღნიშნულია წერილში.
დეპუტატები ამ განცხადებით ოპოზიციური პარტიების იმ ერთობლივ წერილს პასუხობენ, რომელიც 7 სექტემბერს ევროპარლამენტის მისამართით გაიგზავნა.