ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ მიხეილ სააკაშვილის პირად ექიმს ციხეში შესვლის ნებართვა საერთოდ არ მისცენ

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ ნიკოლოზ ყიფშიძეს, მიხეილ სააკაშვილის პირად ექიმს, საერთოდ არ მისცენ საპატიმროში, მოშიმშილე პრეზიდენტის ნახვის უფლება: 

გამორიცხული არაფერი არ არის იმიტომ, რომ კარგად ვიცით როგორ იქცევა ქართული ოცნების ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში, შესაბამისად შეიძლება საერთოდ არ მისცენ ნებართვა, თუმცა ცხადია ეს იქნება ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა, მითუმეტეს იმ პიროებებში, როდესაც პატიმარი შიმშილობს" - ამბობს ადვოკატი

ნიკოლოზ ყიფშიძე უკვე მესამე დღეა ადმინისტრაციისგან, ციხეში შესვლის ნებართვას ელოდება. ამ ფონზე თანდათან უარესდება მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობა, დრეს შიმშილობის მე-13 დღეა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი