დღეს თვალშისაცემია სიფერმკრთალე, რაც აქამდე არ შეგვინიშნავს - ადვოკატები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გუშინდელთან შედარებით გაუარესებულია. ინფორმაცია მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით, მისმა ადვოკატებმა ცოტა ხნის წინ გამოიტანეს.

უფლებადამცველების თქმით, მას უჭირს გადაადგილება და სუსტად გრძნობს თავს. გარდა ამისა, მესამე პრეზიდენტი ითხოვს შეხვედრას პირად ექიმთან, რომელსაც ამ დრომდე არ აძლევს ადმინისტრაცია ციხეში შესვლის ნებართვას.

"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ ვართ სამედიცინო განათლების მქონე ადამიანები, ვიზუალურად აღიქმება ის უარყოფითი შედეგები, არც შიმშილობამ უკვე გამოავლინა მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში, დღეს ეს არის საკმაოდ თვალშისაცემი სიფერმკრთალე, რაც აქამდე არ შეგვინიშნავს." ამბობს დიტო საძაგლიშვილი.

​ადვოკატ გიორგი გელხაურის თქმით, მიხეილ სააკაშვილს არანაირი წინააღმდეგობა არ აქვს ჩაერთონ მის სამედიცინო მეთვალყურეობაში ექიმები, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ პირველ რიგში, პირად ექიმს ჰქონდეს მისი ნახვის შესაძლებლობა. 

დღეს მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის მე-13 დღეა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი