შეიძლება ჰქონდეთ მცდელობა, რომ პრეზიდენტი დაადანაშაულონ რამეში - მელაშვილი მიხეილ სააკაშვილზე

გამოქვეყნდა:

შეიძლება ჰქონდეთ რაღაც მცდელობა, რომ პრეზიდენტი დაადანაშაულონ რამეში - აცხადებს ივერი მელაშვილი ე.წ. კარტოგრაფების საქმესთან დაკავშირებით. მელაშვილის თქმით, თავიდანვე იყო მცდელობა, რომ მიხეილ სააკაშვილის სახელი დაეკავშირებინათ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე

"თავიდანვე იყო მცდელობა, ჩვენი საქმიდან გამომდინარე უნდოდათ წინა ხელისუფლების ხელმძღვანელობაზე გასულიყვნენ, რომ თითქოს, რაღაც მოხდა. შეიძლება ჰქონდეთ რაღაც მცდელობა, რომ პრეზიდენტი დაადანაშაულონ რამეში, პრეზიდენტზე უნდოდათ გასვლა, რომ წინა ხელისუფლების პერიოდში ტერიტორიების გადაცემა მოხდა და მსგავსი სისულელეები." ამბობს მელაშვილი.

შეგახსენებთ, რომ კარტოგრაფების საქმის განხილვა საქალაქო სასამართლომ დღეს განაახლა. ადვოკატებიც და მელაშვილიც პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობენ.

მიხეილ სააკაშვილის დაკითხვას კი არ გამორიცხავს საქმის პროკურორი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი