"სრული თანხმობა, არც ერთი სიტყვა არ შემოუბრუნებია"- მეუფე ნიკოლოზი მიხეილ სააკაშვილზე და საყოველთაო შერიგებაზე

გამოქვეყნდა:

ახალქალაქის, კარისა და კუმორდოს მიტროპოლიტის მეუფე ნიკოლოზის თქმით, საყოველთაო შერიგებასთან დაკავშირებით, მიხეილ სააკაშვილი მის მოსაზრებას ეთანხმებოდა.

მეუფე ნიკოლოზი მიხეილ სააკაშვილს საპატიმროში შეხვდა, შეხვედრის შემდეგ კი თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილთან სიძულვილის ენასა და მიტევებაზე ისაუბრა.

"რაც ახლა მოგახსენეთ საყოველთაო შერიგებასთან დაკავშირებით, თვითონ ვკითხე მე და რა თქმა უნდა, ძალიან მიხარია, რომ მისი პოზიციაც ასეთია, სრული თანხმობა, არც ერთი სიტყვა არ შემოუბრუნებია, თქვა, რომ თვითონაც ასე ფიქრობს, რომ ეს არის ერთადერთი გამოსავალი, ეს არის გზავნილი",-თქვა მეუფე ნიკოლოზმა.

მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრამდე, მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა, მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნას მხარი დაუჭირა და პეტიციას ხელი მოაწერა. მეუფე ნიკოლოზის განმარტებით, ეს მისი პირადი პოზიციაა და არა საპატრიარქოსი.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი