აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს - მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად კოლონები აჭარიდანაც დაიძრა

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნის გარშემო უამრავი ადამიანი გაერთიანდა აჭარაშიც. ცოტა ხანში ბათუმიდან ავტოკოლონა დედაქალაქისკენ დაიძრება. მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები თბილისში ოჯახის წევრებთან ერთად მოდიან და ზუსტად, 6 საათზე თავისუფლების მოედანზე შეიკრიბებიან.

აჭარაში ამბობენ, რომ მესამე პრეზიდენტის გათავისუფლება ახლა ღირსების საქმეა, რადგან ის ივანიშვილის და პუტინის პირადი პატიმარია.

"სიმბოლურია ჩვენი შეკრება ამ ადგილას, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა 8-წლიანი დევნილობის შემდეგ პირველი საჯარო განცხადება საქართველოში სწორედ აქ, ამ ადგილიდან გააკეთა. ყველამ კარგად იცის, როგორ უყვარს მიშას ბათუმი და აჭარა, ამ სიყვარულისთვის და თავდადებისთვის ისჯება სწორედ ის, ამიტომაა ის დღეს ციხეში და არის ივანიშვილის პირადი პატიმარი", - თქვა ბათუმში მერობის კანდიდატმა, გიორგი კირთაძემ. 

მისივე თქმით, არ შეიძლება, ქართველი ადამიანი პოლიტიკური ნიშნით პრეზიდენტის გასამართლებას შეეგუოს.

თბილისში დაგეგმილ აქციას სხვა რეგიონებიდანაც უერთდებიან, თავისუფლების მოედანზე მოქალაქეები 18:00 საათზე შეიკრიბებიან.

ამავე თემაზე: 

ავტორი: თეა ვაშალომიძე.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი