თბილისისკენ დაძრულ კოლონებს თელავის საკრებულოს წევრები, საჯარო მოხელეები და მათი მხარდამჭერები ცოცხებით და ყავარჯნებით დახვდნენ. ისინი მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებს შეურაცხყოფას აყენებდნენ, აგინებდნენ და ლანძღავდნენ.
აქცია "ქართული ოცნების" მხრდან საკრებულოს წევრის, ლევან კოჭლოშვილის ორგანიზებული იყო.
"ნაციონალური მოძრაობას ვაფრთხილებთ და ვეუბნებით, რომ მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია სანდრო გირგვლიანის საქმეზე და ის ვერანაირად ვერ იქნება პოლიტიკური პატიმარი და ვერ მოხდება მისი გათავისუფლება. საკრებულო არის პოლიტიკური ორგანო და როდესაც პოლიტიკური ორგანოს წარმომადგენელი პოლიტიკურ პერფორმანსს აკეთებს, ეს არც დასჯადია და პირიქით, ეს არის იმ დემოკრატიული წყობილების გამაგრებისთვის საჭირო, რომელიც 2012 წლის მერე საქართველოში სუფევს", - თქვა ლევან კოჭლოშვილმა.
ხელის შეშლის მცდელობისა და შეურაცხყოფების იუხედავად, "ოცნების" პარტაქტივმა აქციაზე მომავალმა კოლონამ თბილისისკენ გზა გააგრძელა. აქცია დედაქალაქში 18 საათზე დაიწყება.
ავტორი: ია გულიაშვილი.
ამავე თემაზე: