
აშშ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ტოვებს. განცხადება ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გააკეთა და ორგანიზაცია კიდევ ერთხელ გააკრიტიკა. როგორც ტრამპმა განმარტა, ჯანმომ უარი თქვა რეფორმების გატარებაზე. მისივე თქმით, ორგანიზაციამ ჩინეთის ინტერესები გაატარა და კორონავირუსთან დაკავშირებით, არაზუსტი ინფორმაცია გაავრცელა.
დღეს ვწყვეტთ ურთიერთობას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისთვის გამოყოფილი თანხები კი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სხვა საჭიროებებზე გადამისამართდება. მსოფლიოს სჭირდება პასუხები ჩინეთისგან, - განაცხადა ტრამპმა.
შეგახსენებთ, რომ აპრილში აშშ-მ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას დაფინანსება შეუჩერა.