"მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სამინისტროში განვიხილეთ" - პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

გამოქვეყნდა:

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო Twitter-ზე წერს, რომ დღეს პოლონეთში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებთან ერთად მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა განიხილეს.

"მიხეილ სააკაშვილის გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობა დღეს პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, პოლონეთში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებთან ერთად განვიხილეთ.

გამჭვირვალობა, კანონის უზენაესობის დაცვა და პოლიტიკური ქმედებებისგან თავის შეკავება, მნიშვნელოვანია ევროატლანტიკური მისწრაფებების მისაღწევად",-წერს პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო Twitter-ზე.

ცნობისთვის, საქართველის მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკვე მე-14 დღეა საპატიმროში პროტესტის ნიშნად შიმშილობს. ბოლო დროს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, საპატიმროში კი ამ დრომდე არ უშვებენ მიხეილ სააკაშვილის პირად ექიმს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი