სომხეთში უმძიმესი ვითარებაა - ქვეყანა Covid 19-ის მაჩვენებლით იტალიას უახლოვდება

გამოქვეყნდა:

სომხეთი კორონავირუსის გავრცელების მასშტაბით რუსეთის მაჩვენებელს გაუთანაბრდა. მეზობელ ქვეყანაში უმძიმესი ვითარებაა. 

როგორც ქვეყნის პრემიერმინისტრმა განაცხადა, სომხეთმა ერთ მილიონ მოსახლეზე ინფიცირების შემთხვევების რაოდენობით უკვე გადაუსწრო საფრანგეთსა და ირანს. იზრდება გარდაცვალების შემთხვევებიც.

თუ ეს ტემპები გაგრძელდება, სომხეთი ერთ მილიონ ადამიანზე ინფიცირებულთა რაოდენობით იტალიის დონეს მიაღწევს, - ამბობს ნიკოლ ფაშინიანი.

ფაშინიანმა მოსახლეობას პირბადეების ტარებისკენ, ხელების დაბანისა და სოციალური დისტანციისკენ მოუწოდა და არსებული მძიმე მდგომარეობა ეპიდემიოლოგიური წესების დაუცველობას დაუკავშირა. მისივე თქმით, სომხეთის მოსახლეობა პანდემიას არასერიოზულად და უპასუხისმგებლოდ მოეკიდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი